Belive

"როგორც კი გეიჯი გაიხსნება ყველაფერი დასრულდება" - ალექს ვოლკანოვსკი

21 საათის წინ სხვა
1 წთ

ალექს ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის ბრძოლის შესაძლო სცენარი განიხილა. ავსტრალიელი ამბობს, რომ გამორიცხულია ეს ჩხუბი 5 რაუნდს გაგრძელდეს.

თოფურია დაცვაში საკმარისად სრულყოფილია, რომ გეიჯის მახეებს არ წამოეგოს. როგორც კი გეიჯი გაიხსნება ყველაფერი დასრულდება. ვფიქრობ, ილია ნოკაუტით მოიგებს. ფავორიტი ტყუილად არ არის. თუ გეიჯი დაცვაზე მეტად იფიქრებს, ნოკაუტი მეორე ან მესამე რაუნდამდე გადაინაცვლებს. - განაცხადა ალექს ვოლკანოვსკიმ

გეიჯისთან ბრძოლა 15 ივნისს, თეთრი სახლის მთავარი ჩხუბი იქნება. ამ ბრძოლაში გადაწყდება თუ ვინ იქნება მსუბუქი წონის ჩემპიონი. შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ დროებითი ჩემპიონი ტიტული პადი პიმბლეტის დამარცხებით მიიღო. რაც შეეხება ილიას, ის ოლივეირას გათიშვის შემდეგ Undisputed ქამარს დაეუფლა.

სხვა სტატიები