"ილიას უმართლებდა, მსუბუქი წონისთვის ძალიან პატარაა" - ჯასტინ გეიჯი
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
გასულ საღამოს ჯასტინ გეიჯი ერთ-ერთ პოდკასტს სტუმრობდა, სადაც ილია თოფურიაზე ისაუბრა. ამერიკელი თვლის, რომ "მატადორი" ამ დივიზიონისთვის ზედმეტად პატარაა და ამ წონაში ჩემპიონი ვერასდროს გახდება.
ჩემი აზრით, ის მსუბუქწონოსანი არ არის. ვფიქრობ, ქვევით უნდა ჩავიდეს. მან ვოლკანოვსკი - ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი დაამარცხა, ვფიქრობ აქ ჩემპიონი ვერასდროს გახდება. არმანს ვერ დაამარცხებს, პადისთან მძიმე დროის გატარება მოუწევს და საერთოდ, ამ წონაში ბევრი ძაღლია. ეს ბიჭი გიჟია და ყოველთვის უმართლებდა. ვფიქრობ, მსუბუქი წონისთვის პატარაა. - ჯასტინ გეიჯი
Justin Gaethje says Ilia Topuria is too undersized for lightweight and should move back down to featherweight 😬
— Championship Rounds (@ChampRDS) September 23, 2026
“I don’t think he’ll ever be champion at lightweight. He can’t beat Arman, he’s gonna have a difficult time with Paddy. There’s a bunch of dogs.
I think he’s… pic.twitter.com/e8mi7phLeg
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი ერთმანეთს თეთრი სახლის ღონისძიებაზე შეხვდნენ. ისტორიული საღამო ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა და თოფურიამ კარიერაში პირველი მარცხი იწვნია.