Belive

როდის იქნება ალექსანდრე თოფურიას მომავალი ბრძოლა?

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

ესპანელმა ჟურნალისტმა ალექსანდრე თოფურიას სავარაუდო დაბრუნებაზე ისაუბრა. მისი თქმით, უფროსი თოფურიასთვის საუკეთესო დრო ლონდონი იქნება. გარდა ამისა, გარკვეული საკითხების გათვალისწინებით, მაიამიც კარგ ვარიანტად დაასახელა.

გარემოებებიდან გამომდინარე, ლონდონი მისთვის საუკეთესო იქნება. ალექსანდრე მთელ მოსამზადებელ პერიოდს ესპანეთში გაატარებს და მხოლოდ ბრძოლის კვირაში გაემგზავრება. მას ადაპტაცია არ მოუწევს.

ვფიქრობ, მაიამიც კარგი ვარიანტი იქნება. მაიამის ის უპირატესობა აქვს, რომ ალექსანდრე უფრო დიდი სახელის მქონე მოწინააღმდეგესთან გამოვა. ეს ნომრიანი ღონისძიება იქნება, რომელიც აპრილის მეორე კვირაში შედგება. - განაცხადა კარლოს კონტერასმა
View this post on Instagram

A post shared by Álvaro Colmenero (@alvarocolmeneromma)

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრემ ბოლო ბრძოლა ბეკჟატ ალმახანის წინააღმდეგ გამართა, რომელიც დამაჯერებლად მოიგო. ალექსანდრეს UFC-ში 2-დან 2 გამარჯვება აქვს და სუპერმსუბუქ წონაში სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს.

სხვა სტატიები