Belive

რევაზ დავითაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

7 თვის წინ სხვა
1 წთ

რევაზ დავითაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძალოსანმა ვერცხლის 3 მედალი მოიპოვა.

მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა ორმა ქართველმა ძალოსანმა მიიღო: რევაზ დავითაძემ და ირაკლი გობეჯიშვილმა. რევაზ დავითაძემ ატაცში 167 / 171 / 174 კგ. დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.

დავითაძემ აკვრაში თავი 201 / 205 კილოგრამს გაართვა და კვლავ ვერცხლის მედალი მოიპოვა, იგივე პოზიციაზეა ორჭიდში მოგროვილი 379 კილოგრამითაც.

ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი ბულგარეთის სახელით მოასპარეზე კარლოს მეი ნასარმა მოიპოვა, რომელმაც საერთო ჯამში, რეკორდული, 417 კგ დააფიქსირა.

სხვა სტატიები