Belive

"რევანშის აღება მსურს" - ალექსანდრ ვოლკანოვსკი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია. "მატადორი" პირველი ქართველი გახდა, რომელიც ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ქამარს დაეუფლა. სატიტულო ბრძოლაში ილიამ ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა. ავსტრალიელი მებრძოლი ქვემსუბუქ დივიზიონს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა. "ვოლკისთვის" ეს მეექვსე ქამრის დაცვა იყო. ვოლკანოვსკიმ ბრძოლიდან მეორე დღეს ვიდეო ჩაწერა და რამდენიმე თემას შეეხო.

გუშინ საოცარი ღამე იყო. ყოველთვის ვერ მოიგებ. ზოგჯერ ჩაქუჩი იქნები, ზოგჯერ ლურსმანი. გუშინ მე ლურსმანი ვიყავი. კარიერის განმავლობაში ჩაქუჩი ბევრჯერ ვიყავი. ბევრი ადამიანის წვეულება ჩამიშლია. გასულ საღამოს ილიამ საქმე წარმატებით შეასრულა. პირველი რაუნდი კარგად დავიწყე და ეს მსაჯების შეფასებაშიც გამოჩნდა. მეორე რაუნდში მზად ვიყავი, რომ ახალ ეტაპზე გადავსულიყავი. ვიცოდი, რომ ილიას წინააღმდეგ გალიასთან არ უნდა გავჩერებულიყავი. როცა იქ მიმიყვანა კონტრშეტევას ვაპირებდი და სწორედ ამ დროს ხვრელი მიპოვა. შემდეგში უკეთესად გამოვალ. ახლა ცოტას დავისვენებ. რევანშის აღება მსურს. ილიასაც და დანასაც ესპანეთი სურს. ახლა მოცდა ყველაზე კარგი იქნება, საკუთარ თავს მოვუვლი, ოჯახთან ერთად დროს გავატარებ და მალევე დავბრუნდები. ჩაინიშნეთ ჩემი სიტყვები - ამ ქამარს დავიბრუნებ! - განაცხადა ალექსმა

იმავე საღამოს მერაბ დვალიშვილმაც იბრძოლა. "მანქანამ" სამრაუნდიან დაპირისპირებაში ჰენრი სეხუდო დამაჯერებლად დაამარცხა და ჩემპიონობის პირველი კანდიდატი გახდა.

სხვა სტატიები