"რაც არ უნდა მოხდეს მერაბი გამოვა და თავის საქმეს გააკეთებს" - ჯონ ვუდი
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
რამდენიმე დღის წინ, მერაბ დვალიშვილმა გამოაქვეყნა პოსტი სადაც მოტეხილს თითს აჩვენებდა. აღსანიშნავია, რომ ო'მალისთან ჩხუბამდე სულ რაღაც 10 დღე რჩება. გულშემატკივრებში გავრცელდა ხმები, რომ დვალიშვილი ამის გამო ბრძოლას ჩაეხსნებოდა. ჯონ ვუდმა ყველა დაამშვიდა და თქვა, რომ "მანქანა" ო'მალის წინააღმდეგ აუცილებლად გამოვა.
მერაბი არასდროს გამოაქვეყნებს ისეთ ფოტოს, რომელიც ჩხუბიდან ჩახსნის. ასე რომ, როდესაც მერაბის ფოტოს აქვეყნებს, სინამდვილეში არც ისე მძიმეა და დიდად არ აწუხებს.
ნებისმიერი მებრძოლის ჩხუბისთვის მზადების პერიოდში დაშავებულია. ეს თავად ო'მალისაც უთქვამს. არსებობს რაღაც დონის ტრავმები, რომლითაც ბრძოლაზე შედიხარ. ეს ყოველთვის ასე იქნება. ეს იმ თემებიდან ერთ-ერთია, რასთან დაკავშირებითაც მერაბს პოსტების გამოქვეყნება უყვარს. ყველაფერი რიგზეა, ის კარგადაა.
ეს არაფერია იმასთან დაკავშირებით, რაც სხვა ბრძოლების წინ გადაგვიტანია. ალბათ გახსოვთ უმართან ჩხუბამდე როგორ მდგომარეობაში იყო. გატეხილი ნეკნები, დაზიანებული ზურგი და სხვა უამრავი გაურკვეველი ტრავმა... მაგრამ, ჩვენი საქმე ასე მუშაობს. რაც არ უნდა მოხდეს მერაბი გამოვა და თავის საქმეს გააკეთებს. - განაცხადა ჯონ ვუდმა
მერაბისა და შონის ჩხუბი 8 ივნისაა ჩანიშნული. ბრძოლა ნიუ ჯერსიში გაიმართება და თბილისის დროით გამთენიისას დაიწყება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისთვის ეს მეორე ქამრის დაცვა იქნება.