Belive

რატომ დაარქვა მენი პაკიაომ მის ქალიშვილს დედოფალი ელისაბედი?

1 წლის წინ სხვა
2 წთ

მენი პაკიაო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა კრივის ისტორიაში. დღეს ის ფილიპინებში საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსია. მენი საკუთარი ქვეყნის მმართველი პარტიის წევრია. ცნობილი ფაქტია, რომ პაკიაო დედოფალ ელისაბედ II-ის დიდი თაყვანისმცემელია. შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს 96 წლის ასაკში, ტახტზე ყოფნის შვიდი ათწლეულის შემდეგ, დედოფალი გარდაიცვალა, რაზეც მწუხარება ყოფილმა მოკრივემ სოციალური ქსელის საშუალებით გამოხატა.

ალბათ ბევრმა არ იცით, რომ ფილიპინელი მოკრივის ქალიშვილის სახელი დედოფალი ელისაბედია. როდესაც პაკიაოს დაუსვეს კითხვა, თუ რატომ დაარქვა მის ქალიშვილს ასეთი სახელი, მან განმარტა, რომ ეს არის დედოფლის მიმართ მადლიერების გამოხატვის ჟესტი, იმ მეგობრული ურთიერთობის გამო, რაც მის უდიდებულესობას ფილიპინებთან აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულმა მოკრივემ სახელის დარქმევის უფლება სამეფო ოჯახისგან ითხოვა.

"ჩემს ქალიშვილს დედოფალი ელისაბედი დავარქვი და ამით მე გამოვხატე ფილიპინელი ხალხის მადლიერება დედოფლის მიმართ. ის ფილიპინებში ძალიან პოპულარულია და მე ძალიან მომწონს. მსურს ოდესმე შევხვდე დედოფალ ელისაბედ II-ს."- თქვა მენი პაკიაომ 2008 წელს.

პაკიაოს დედოფალთან პირველი შეხვედრის მცდელობა 2009 წელს ჰქონდა. მენისა და ბრიტანელი რიკი ჰეტონის ბრძოლამდე ფილიპინელი მოკრივე ვესტმინსტერის სააბატოს ეწვია და მის აგენტს ჰკითხა, შესაძლებელი იყო თუ არა მის უდიდებულესობასთან სტუმრობა. ეს შეხვედრა ვერ განხორციელდა, თუმცა პაკიაომ ელისაბედ II-ისთვის პატივის მისაგებად სხვა გზა გამონახა.

დღეს დედოფალი ელისაბედ პაკიაო მსახიობია და მისი სადებიუტო როლისთვისაც ემზადება. ლეგენდარული მოკრივის შვილი "დისნეის" ფილმში "პინოქიო" ითამაშებს, რომელიც ამ წლის ბოლოს გამოვა.

სხვა სტატიები