Belive

მენი პაკიაომ დაადასტურა, რომ მეივეზერთან კიდევ ერთხელ იბრძოლებს

3 თვის წინ სხვა
1 წთ

მენი პაკიაოსა და ფლოიდ მეივეზერის განმეორებითი დაპირისპირება ოფიციალურად ჩაინიშნა.

აღნიშნული ინფორმაცია ფილიპინელმა მოკრივემაც დაადასტურა. პაკიაომ ეს ყველაფერი იაპონიაში RIZIN-ის ეგიდით გამართულ კრივის ტურნირზე განაცხადა. მენიმ მისი გამოსვლა ბოდიშით გახსნა, რადგან 2023 წელს RIZIN-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ბრძოლა არ ჩაუტარებია. პაკიაოს თქმით, მისი და დაუმარცხებელი მეივეზერის ორთაბრძოლა 2024 წელს გაიმართება.

Bloody Elbow-ს ინფორმაციით პაკიაოსა და ფლოიდის ორთაბრძოლა, 2015 წლისგან განსხვავებით, საჩვენებელი ხასიათის იქნება. აღსანიშნავია, რომ ორივე სპორტსმენი კრივიდან წავიდა და რინგზე მხოლოდ მსგავსი ბრძოლების ჩასატარებლად ბრუნდებიან. აქვე უნდა ითქვას, რომ მეივეზერი-პაკიაოს დაპირისპირება ყველაზე შემოსავლიანი ორთაბრძოლაა. ჯამში ამ შეხვედრამ 4,6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს რინგიდან გამარჯვებული ფლიოდ მეივეზერი ჩამოვიდა.

სხვა სტატიები