რატომ აუმჯობესებს არმანდ დუპლანტისი მსოფლიო რეკორდებს მხოლოდ 1 სმ-ით?
5 აგვისტოს ჭოკით მხტომელმა არმანდ დუპლანტისმა კარიერაში ზედიზედ მე-9 მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა, შვედ სპორტსმენს საკუთარი შედეგის გაუმჯობესება უფრო მეტად შეუძლია, ის რეკორდებს მხოლოდ 1 სმ-ით ზრდის. რატომ ხდება ასე?
რაც ყველაზე საინტერესოა, დუპლანტისი ძალიან ჭკვიანია... როცა გულშემატკივრები მის გამოსვლას უყურებენ, ხედავენ, რომ მასსა და წინაღობას შორის საკმაოდ დიდი მანძილი რჩება. აქ ჩნდება კითხვა - რატომ არ ზრდის შვედი რეკორდის სიმაღლეს? - წერს Forbes
კითხვაზე პასუხი ფულია. საქმე ისაა, რომ სპორტსმენი თითოეული მსოფლიო რეკორდისთვის 100 ათასი დოლარით ჯილდოვდება. წესდების თანახმად, ერთ კონკრეტულ ტურნირზე 1-ზე მეტი რეკორდიც რომ დამყარდეს, ანაზღაურება მაინც 100 ათასი დოლარი იქნება.

,,რა შემიძლია ვთქვა? ჭოკით მხტომელისთვის ყველაზე დიდ სცენაზე მსოფლიო რეკორდი დავამყარე... ბავშვობიდან ჩემი უდიდესი ოცნება იყო, რომ ამისთვის ოლიმპიადაზე მიმეღწია და ეს საოცარი მაყურებლების წინაშე შევძელი!'' - არმანდ დუპლანტისი
დუპლანტისმა პირველი მსოფლიო რეკორდი (6.17) 2020 წლის თებერვალში პოლონეთის ქალაქ ტორუნში დაამყარა. მას შემდეგ 24 წლის შვედი საკუთარ რეკორდებს ზუსტად 1სმ-ით აუმჯობესებს.