Belive

რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები მერაბის ინციდენტზე?

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილს პატარა ინციდენტი შეემთხვა. ალჯამაინ სტერლინგის ბრძოლის დასრულების შემდეგ, მერაბი გასახდელისკენ მიდიოდა, როდესაც ერთ-ერთ გულშემატკივარს დაუპირისპირდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეს გულშემატკივარი იმავე საღამოს უმართან და ისლამთან ერთად იყო.

აღნიშნულმა ფაქტმა გულშემატკივრებში სხვადასხვა აზრი გააჩინა. ნაწილი თვლის, რომ მერაბს მოთმინების ვალდებულება აქვს. ნაწილიც თვლის, რომ ნებისმიერი დაპირისპირება მებრძოლებმა თავად უნდა გაარკვიონ და სხვა ადამიანების მიგზავნა არასპორტული საქციელია.

აი რას წერენ გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში:

"ამიერიდან ეს ბიჭი დაღესტნის გმირია"

"უმარი ძალიან ჭკვიანია, ამით ის მერაბს კიდევ უფრო გააბრაზებს"

"თუ მერაბთან რაიმე პრობლემაა, ეს თავად მებრძოლებმა უნდა გადაწყვიტონ და არა სხვა მოგზავნილმა ადამიანებმა. პროფესიონალიზმი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას."

"შეამოწმეთ მისი ინსტაგრამი... ეს ბიჭი ყაზახმა და დაღესტნელმა მებრძოლებმა, მათ შორის ხაბიბმაც გამოიწერა. ის ვიღაც ბიჭი აღარ არის." - ასე გამოეხმაურნენ გულშემატკივრები ინციდენტს

როგორც მოგეხსენებათ, მერაბი მომავალ ბრძოლას უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ გამართავს. ეს ჩხუბი 19 იანვარს არის ჩანიშნული და მერაბი ჩემპიონის ქამარს პირველად დაიცავს.

სხვა სტატიები