Belive

"კვლავ ვფიქრობ რომ ილიას დამარცხება შემიძლია" - პადი პიმბლეტი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 308-ზე ილია თოფურიამ ჩემპიონის ქამარი პირველად დაიცვა და ეს ძალიან დამაჯერებლად მოახერხა. თოფურიას მოწინააღმდეგე მაქს ჰოლოუეი იყო, რომელიც არასდროს გათიშულა. "მატადორმა" კი მოახერხა და მესამე რაუნდში გათიშა მებრძოლი, რომელიც ნოკდაუნშიც კი არასდროს ყოფილა.

აბუ დაბის ღონისძიების დასრულების შემდეგ, არაერთი განცხადება და შეფასება გაკეთდა. მათ შორის იყო პადი პიმბლეტი, რომელიც თვლის რომ ილიას დამარცხება შეუძლია.

ხელის სანიტაიზერმა ბიჭმა გამარჯვება მოიპოვა. მძიმე ნოკაუტი იყო. ყოჩაღ ილია! ვერ ვითმენ როდის დაბრუნდება მსუბუქ წონაში. კვლავ ვფიქრობ, რომ მისი დამარცხება შემიძლია, ეს მართლა შემიძლია.

ვფიქრობ, უბრალოდ ფეხის დარტყმით ან მიწაზე გადაყვანით და მტკივნეული ილეთით მოვუგებ. გულწრფელად ვფიქრობ, რომ მისი დამარცხება შემიძლია. გილოცავ ილია, ყოჩაღ!

ერთი სული მაქს ვოლკი როდის დაბრუნდება და დაგამარცხებს. თუ ამას ვერ მოახერხებს, მე ნებისმიერ დროს მზად ვარ. - განაცხადა პადი პიმბლეტმა

როგორც იცით ილიასა და პადის შორის არც ისე კარგი ურთიერთობაა. სიტუაცია ყველაზე მეტად მაშინ დაიძაბა, როცა ინგლისელმა საქართველოს და ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა. ილიასა და პადის შეხვედრისას მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. სწორედ აქ ესროლა თოფურიამ პიმბლეტს ხელის სანიტაიზერი.

სხვა სტატიები