Belive

"რა თქმა უნდა, მსუბუქ წონაში ყველაფერი სხვაგვარად იქნება" - ჰოლოუეი თოფურიასთან ჩხუბზე

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ტიტული ერთხელ დაიცვა და ეს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ შეძლო. SHAK MMA-სთან საუბრისას, "დალოცვილს" მსუბუქ წონაზეც ჰკითხეს. ჰავაელი თვლის, რომ მსუბუქ წონაში მისი და ილიას ბრძოლა სრულიად განსხვავებული იქნება.

რა თქმა უნდა, მსუბუქ წონაში ყველაფერი სხვაგვარად იქნება. 5 კილოგრამით უფრო მძიმეები ვიქნებით. ამ ეტაპზე დასტინთან ჩხუბზე ვფიქრობ. ამ ყველაფრის შემდეგ, შეგვიძლია სხვა საკითხებზეც ვკონცენტრირდეთ. - განაცხადა მაქსმა

შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეის წინ დასტინ პორიერთან ბრძოლა ელის. ეს "ბრილიანტისთვის" კარიერის ბოლო ჩხუბი იქნება. თავად მაქსს კი, მესამედ მიეცემა შანსი, რომ პორიე დაამარცხოს. მათი ბრძოლა 20 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები