Belive

"რა თქმა უნდა მერაბთან რევანში მინდა" - უმარ ნურმაგომედოვი

5 თვის წინ სხვა
1 წთ

უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილთან რემატჩის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ დაღესტნელმა ცნობილ რუს ბლოგერთან ინტერვიუში ისაუბრა.

იმედი მაქვს ეს მოხდება. მერაბთან რემატჩი მინდა! მინდა დავამტკიცო, რომ მოტეხილი ხელი გადამწყვეტი იყო და ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. მინდა ვაჩვენო, რომ შედეგი სრულიად განსხვავებული იქნებოდა. თუნდაც ჩვენ აღარ შევხვდეთ ან კარიერა დაასრულოს, ჩემი მიზანი მაინც ჩემპიონობა იქნება. თუ ეს რევანში არ მოხდება ჩემთვის ტრაგედია არ იქნება.

მერაბის მხრიდან ჩემთან ბრძოლაში დომინაცია არ ყოფილა. მას ჰქონდა გდებები, მაგრამ მიწაზე ჩემი გაჩერება ვერ შეძლო. - განაცხადა უმარმა

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ქამარი სწორედ უმარის წინააღმდეგ დაიცვა. "მანქანამ" 5-რაუნდიან ჩხუბში უმარი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

სხვა სტატიები