Belive

რა თანხა გამოიმუშავეს მთავარი ბრძოლების მონაწილეებმა UFC 279-ზე?

1 წლის წინ სხვა
2 წთ

UFC 279 განვითარებული მოვლენების გამო, ნამდვილად განსაკუთრებული გამოდგა. 12-მა მებრძოლმა ვერ შეძლო ოფიციალური წონის დაფიქსირება, მათ შორის ხამზატ ჩიმაევმაც. ამის გამო, მისი მეტოქე ნეით დიასი მის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარს აცხადება. გარდა ამისა, კულისებში დაწყებული ჩხუბის გამო პრესკონფერენციაც გაუქმდა. დიდი საფრთხე იყო, რომ აღნიშნული ღონისძიება საერთოდ ჩაშლილიყო, თუმცა, დანა უაითმა მებრძოლებს მეტოქეები შეუცვალა და კარგი სანახაობაც შედგა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ანგარიში, თუ რა თანხა გამოიმუშავეს სპორტსმენებმა ჩატარებული ბრძოლების შემდეგ. ყველაზე დიდი თანხა ნეით დიასმა მიიღო. მისმა გამომუშავებულმა თანხამ ჯამში $971,000 შეადგინა. რაც შეეხება მის მეტოქეს, მიუხედავად მარცხისა, ტონი ფერგიუსონმა $ 721,000 მიიღო. ხამზატ ჩიმაევმა კევინ ჰოლანდთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ $ 206,000 დაიმსახურა, მისმა მეტოქემ კი $116,000. ტონი ფერგიუსონის ყოფილი მეტოქე ლი ჯინგლიანგი დენილ როდრიგესს დაუპირისპირდა, რომელთანაც დამარცხდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩინელმა მებრძოლმა მასზე ბევრად მეტი თანხა გამოიმუშავა. როდრიგესმა სულ რაღაც $56,000 მიიღო, ჯინგლიანგმა კი $106,000. მეინ ქარდის პირველი ბრძოლის მონაწილეებმა ჯამში $217,000 გამოიმუშავეს. ბრაზილიელმა ჯონი ვოკერმა მოლდოველი კუტელბას დამარცხებაში $146,000 დაიმსახურა, ხოლო იანმა ჩატარებული ბრძოლით $71,000 მიიღო. რაც შეხეება ქალ მებრძოლებს, ალდანამ და ჩიასანომამ, $101,000 და $54,000 გამოიმუშავეს.

სხვა სტატიები