Belive

რა თანხა გამოიმუშავა ჰაკუჰომ 11 დღის განმავლობაში

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ოსაკაში მიმდინარე 2019 წლის რიგით მეორე სუმოს სუპერტურნირის მე-11 დღის ბოლოს დაუმარცხებელი მხოლოდ ერთი მებრძოლია - ეს გახლავთ ყველა დროის საუკეთესო სუმოისტი ლეგენდარული ჰაკუჰო. "თეთრი ფენიქსი" მე-12 დღეს ტოჩინოშინს დაუპირისპირდება, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაშია, იგი ოძეკის ტიტულის დასაცავად იბრძვის და დარჩენილი ოთხი ბრძოლიდან ორის მოგება ესაჭიროება - ოთხივე მეტოქის ვინაობა ცნობილია ესენი არიან: იოკოძუნა ჰაკუჰო, მოქმედი ჩემპიონი ტამავაში, სეკივაკე ტაკაკეიშო და კიდევ ერთი იოკოძუნა კაკურიუ. ჰაკუჰომ თერთმეტი დღის განმავლობაში ყველაზე მეტი, 224 "კენშო" გამოიმუშავა, რაც დაახლოებით 90 000 დოლარია. ტოჩინოშინისა და ჰაკუჰოს დაპირისპირებას ტრადიციულად საკმაო რაოდენობის სპონსორი ეყოლება, შესაბამისად იმედი ვიქონიოთ, რომ "კენშოებს" ტოჩინოშინი ჩაიბარებს. LIVE.GE ტრადიციულად შემოგთავაზებთ სუმოს პირდაპირ რეპორტაჟს ფეისბუქ გვერდზე 11:00 საათიდან.  

სხვა სტატიები