Belive

ტაისონი: "სიკვდილს ველოდები, მისი არ მეშინია"

4 წლის წინ სხვა
2 წთ
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მოკრივემ საინტერესო განცხადება გააკეთა. 53 წლის მაიკ ტაისონის მტკიცებით, სიკვდილი მისთვის შვება იქნება. WBA, WBC-სა და IBF-ის ვერსიით, მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონის ქამრის მფლობელი ტაისონი მიიჩნევს, რომ მისთვის ცხოვრება გაცილებით უფრო რთულია ვიდრე გარდაცვალება. პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, მაიკ ტაისონი სკანდალებში გაეხვა. ლეგენდარულ მოკრივეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიესაჯა, თუმცა 3 წლიანი პატიმრობის შემდეგ, იგი გაათავისუფლეს. სკანდალების პარალელურად, მაიკ ტაისონს ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზიც დაუსვეს. "მიღებული გამოცდილების გათვალისწინებითა და იმის გააანალიზებით თუ რისი მჯერა, სიკვდილზე სულ უფრო მეტს ვფიქრობ. დიახ მე ამას ველოდები, სიკვდილის არ მეშინია. ცხოვრება შესაძლოა გაცილებით რთული იყოს, რადგან ცხოვრება სიმამაცეს მოითხოვს." "სიმამაცისა და გამბედაობის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ცხოვრება თავგადასვლებია - ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა. ადამიანებს ყველაფერი აქვთ, მაგრამ მაინც არ შეუძლიათ ბრძოლის გარეშე ცხოვრება." "საკუთარ თავებს ზედმეტი სერიოზულობით ვუყურებთ. ვფქირბოთ, რომ ჩვენ განსაკუთრებულები ვართ - სინამდვილეში ეს ასე არაა, ჩვენ არაფერი ვართ!" "აღმოაჩენ, რომ არ ხარ განსაკუთრებული. აღმოაჩენს, რომ შენ შეიძლება მოხვდე ციხეში, შეიძლება დაიღუპო, შეიძლება დაეცე. არ ვფიქრობ, რომ შეიძლება ცუდი რამ დამემართოს. ცხოვრებაში უამრავი სირთულის წინაშე დავმდგარვარ - მე გამოწვევებს ღირსეულად გავუმკლავდი. უსიამოვნებებში ხშირად გავხვეულვარ, ესაა ჩემი ცხოვრება. უსიამოვნებები შესაძლოა კვლავ მოხდეს მაგრამ მე ყველაფერს გავუმკლავდები", - აღნიშნა მაიკ ტაისონმა.

სხვა სტატიები