მარვინ ვეტორი დოლიძესთან ჩხუბზე: "ახლო ბრძოლა იყო"
22 საათის წინ
სხვა
1 წთ
16 მარტს ლას ვეგაში რომან დოლიძისა და მარვინ ვეტორის ჩხუბი მეორედ გაიმართა. ამ ჩხუბში ქართველმა მოახერხა და პირველ დაპირისპირებაში მარცხის გამო შური იძია. 5-რაუნდიან ბრძოლაში რომანმა იმარჯვა და საშუალო წონის რეიტინგის ზედა ნახევარში დაბრუნდა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ იტალიელმა განაცხადა, რომ დოლიძესთან საკმაოდ ახლო ჩხუბი ჰქონდა.
არაფერი ცუდი, უბრალოდ პატარა ჭრილობები და ჩალურჯებები მაქვს. ცხოვრება ხანდახან გაჩვენებს, რომ თუნდაც საქმეში მთელს გულს დებდე, ყველაფერი ისე არ მიდის როგორც გეგმავ. ახლო ჩხუბი იყო. მესამე რაუნდში კინაღამ გამოვიჭირე, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. - განაცხადა მარვინ ვეტორიმ
შეგახსენებთ, რომ ვეტორის დამარცხების შემდეგ დოლიძემ რობერტ უიტეკერი და ისრაელ ადესანი გამოიწვია.