Belive

"ილიასი მჯერა და ასევე მჯერა, რომ ის მოგებას შეძლებს" - ქუთათელაძე ილია-მაქსის ბრძოლაზე

2 თვის წინ სხვა
1 წთ

რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ილია თოფურია მაქს ჰოლოუეის შეხვდება. აღნიშნული ბრძოლა 26 ოქტომბერს აბუ-დაბიში ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ ილია ქვემსუბუქი წონის, ხოლო მაქსი BMF-ის ქამარს ფლობს.

აღნიშნული დაპირისპირების შესახებ გურამ ქუთათელაძემ ისაუბრა.

ის ყველა მხრივ განვითარებული მებრძოლია. მისი ბაზა ჭიდაობა და ჯიუ-ჯიცუა. მის ფენომენალურ კრივთან ერთად, ილია უბრალოდ საოცარი მებრძოლია. ჩემი აზრით, მისი ყველაზე დიდი ძალა თავდაჯერებულობაა. ის საკუთარ თავს, ღმერთს და თავის გუნდს ენდობა.

სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე. კვირას ბავშვი შეეძინა და მას და მთელ ოჯახს მივულოცე. რაც შეეხება საბრძოლო მომზადებას, არა მგონია აბუ-დაბიში ჩამოვიდეს. ალბათ ამას იქ გააკეთებს, სადაც ყოველთვის - ესპანეთში. რა თქმა უნდა, აკლიმატიზაციისთვის რამდენიმე დღით ადრე ჩამოვა.

სტილისტიკურად ეს ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება. კრივის და სტრაიკინგის განსხვავებული სტილი აქვთ. რა თქმა უნდა, ილიასი მჯერა და ასევე მჯერა, რომ ის მოგებას შეძლებს. - განაცხადა გურამმა RED CORNER MMA-სთან საუბრისას
View this post on Instagram

A post shared by RED CORNER MMA (@redcorner.mma)

შეგახსენებთ, რომ გურამ ქუთათელაძე საკუთარ ბრძოლას 3 აგვისტოს გამართავს. მისი მოწინააღმდეგე ალ-სელვაიდი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის ბრძოლას ჩაეხსნა. ამჯერად "ქართველი ვიკინგის" მოწინააღმდეგე Cage Warriors-ის ყოფილი ჩემპიონი ვუჩევიჩი იქნება.

სხვა სტატიები