Belive

"რა სიმღერით გამოვა დოლიძე ოქტაგონზე?" - რას წერს Sportskeeda რომანზე?

3 თვის წინ სხვა
1 წთ

მიმდინარე კვირა საბრძოლო კვირაა და UFC-ის მონატრებული ქართველი გულშემატკივარიც საქმეში ერთვება. ქართლ 2024 წელს UFC-ში რომან დოლიძე გახსნის, რომელიც ნასურდინ იმავოვს შეხვდება. დოლიძის მოწინააღმდეგე საშუალო წონის რეიტინგში მე-11 პოზიციას უკავებს (თავად რომანი მე-8 პოზიციაზეა). შეხვედრა თბილისის დროით 4 თებერვალს, გამთენიისას შედგება.

ეს დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს, რადგან ბევრი ექსპერტის აზრით, გამარჯვებულის ქამრის კანდიდატად განხილვა საერთოდ არ იქნება მოულოდნელი.

ცნობილი სპორტული გამოცემა Sportskeeda ამ დაპირისპირებას უფრო ჩაუღრმავდა და დაინტერესდა თუ რა სიმღერით გამოვლენ მებრძოლები ოქტაგონზე.

რომან დოლიძე, 6-2 რეკორდით, ყოველთვის ისეთ მუსიკას არჩევს, რომელიც მის ქართულ სულს ხაზს უსვამს. დიდი ალბათობით, რომანი კვლავ იმ სიმღერას აირჩევს, რომელიც 2020 წელს მისი დებიუტისას შეარჩია. - წერს Sportskeeda

საინტერესოა, რომ ამავე გამოცემამ დოლიძე-იმავოვის დაპირისპირებაში ფავორიტად ეს უკანასკნელი მიიჩნია.

სხვა სტატიები