Belive

"ამ ეტაპზე კონორი ჩემთან ოქტაგონის გაზიარებას არ იმსახურებს" - ილია თოფურია

2 დღის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას კონორ მაკგრეგორთან ბრძოლის სურვილი არაერთხელ გამოუთქვამს. "მატადორი" ჯერ კიდევ ჩემპიონობამდე ამბობდა, რომ ირლანდიელთან გამარჯვება არ გაუჭირდებოდა. ახლა კი ილიას თქმით, მაკგრეგორი მასთან ერთად ოქტაგონის გაზიარებას არ იმსახურებს.

მასთან ბრძოლა მინდოდა, მაგრამ ახლა ის პენსიაზე გასულს ჰგავს. ამ ეტაპზე ის ჩემთან ოქტაგონის გაზიარებას არ იმსახურებს. მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ. ისიც იყო, მაგრამ ახლა არავინაა. რეიტინგშიც კი არ არის. თუ დაბრუნდება და რეიტინგშიც გამოჩნდება, რატომაც არა? - განაცხადა ილია თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა UFC 264-ზე გამართა. ირლანდიელმა დასტინ პორიესთან ბრძოლაში ფეხი მოიტეხა და ბუნებრივია, რომ დამარცხდა კიდეც. კონორ მაკგრეგორის დაბრუნება მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ იგეგმებოდა, თუმცა, ეს ბრძოლა არაერთხელ გაუქმდა.

რაც შეეხება ილიას, მან ჩემპიონის ქამარი მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა. გარდა ამისა, თოფურია პირველი გახდა, რომელმაც "დალოცვილი" ნოკაუტით დაამარცხა.

სხვა სტატიები