Belive

"რა სარგებელს მივიღებთ ამ ბრძოლისგან?" - ხავიერ მენდესი ილიასა და ისლამის შესაძლო ჩხუბზე

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ მსუბუქი წონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი გამოიწვია და ამით ორმაგი ჩემპიონობის სურვილი გამოთქვა. თუმცა, მახაჩევის მწვრთნელი ხავიერ მენდესი "მატადორთან" ბრძოლაში ვერანაირ სარგებელს ვერ ხედავს.

კარიმ მუსტანისთან ინტერვიუში AKA-ს მთავარმა მწვრთნელმა ახსნა თუ რატომ არ უნდა იბრძოლოს მახაჩევმა თოფურიასთან.

ისლამის ბოლო სამი ბრძოლა ტიტულის დაცვაზე იყო და აქედან ორჯერ ალექს ვოლკანოვსკის შეხვდა. ეს ქვემსუბუქ წონაში იყო და მსუბუქ წონაში მხოლოდ ერთი ტიტულის დაცვა აქვს, დასტინ პორიეს წინააღმდეგ. თუ ისლამი ილიას შეხვდება, რა სარგებელს მივიღებთ ამ ბრძოლისგან? უკეთესი იქნება თუ კარგ მსუბუქი წონის მებრძოლს - არმან ცარუკიანს შეხვდება. ერთადერთი ვისაც ეს ბრძოლა აწყობს ილია თოფურიაა, რადგან საერთო რეიტინგის პირველ ნომერს დაუპირისპირდება. ეს ბრძოლა ერთადერთ შემთხვევაში ჩაინიშნება თუ ამას UFC მოინდომებს. - განაცხადა ხავიერ მენდესმა
View this post on Instagram

A post shared by Karim Moustaine (@karim_moustaine)

ილიასა და ისლამის ბრძოლის იდეამ საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია. თოფურიამ ისიც კი თქვა, რომ მახაჩევთან საბმიშენით გაიმარჯვებდა. ბევრი თვლის, რომ ილიას პრეტენზია მსუბუქ წონაში ჩემპიონობაზე ნაადრევია.

სხვა სტატიები