"რა მოხდება, თუ ის ყველაფერს ერთბაშად დახარჯავს?" - ანატოლი მალიხინი
პიოტრ იანისა და ალჯამაინ სტერლინგის ბრძოლის წინ, მერაბ დვალიშვილმა და ანატოლი მალიხინმა სანაძლეო დადეს. თუ ალჯო იანს დაამარცხებდა მერაბი $50 000-ს მიიღებდა ან პირიქით. სტერლინგმა რუსი მოწინააღმდეგე დაამარცხა და მეგობარს სანაძლეოც მოაგებინა. თუმცა, როგორც გაირკვა ამ ამბიდან 2 წლის შემდეგ, მალიხინს საკუთარი პირობა ჯერ კიდევ არ შეუსრულებია.
მალიხინის თქმით, ის წაგებულ სანაძლეოს იხდის, ოღონდ ნელ-ნელა, რათა მერაბ დვალიშვილი ლას ვეგასის ბარებისა და წვეულებებისგან "დაიცვას".
მე სანაძლეო წავაგე და მას ნაწილ-ნაწილ ვიხდი. მერაბს ყოველთვიურად $1000-$2000-ს ვურიცხავ. მთლიან თანხას არ ვურიცხავ. იქნებ ამ ფულით დიდი წვეულება მოაწყოს, დათვრეს და საქმე გაუფუჭდეს. ამ შემთხვევაში მისი შემდეგი პერფორმანსი საფრთხის ქვეშ დადგება. სინამდვილეში მე მასზე ვზრუნავ და სიყვარულის გამოხატვას ვცდილობ. რა მოხდება, თუ ის ყველაფერს ერთბაშად დახარჯავს? მე მინდა, რომ მერაბმა ამით უფრო დიდი სიამოვნება მიიღოს. - განაცხადა მალიხინმა MMA Junkie-სთან საუბრისას
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ მალიხინმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ის MMA-ს ისტორიაში პირველი ადამიანია, რომელიც ერთდროულად სამი დივიზიონის ქამრის მფლობელია. (საშუალო, ქვემძიმე და მძიმე). აქვე იმასაც გეტყვით, რომ ანატოლი მალიხინი ერთ-ერთი ძლიერი ორგანიზაციის ONE Championship-ის მებრძოლია.