მაიკ პერიმ ილიასა და მაქსის დაპირისპირებაზე ისაუბრა
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა მაიკ პერიმ თოფურიასა და ჰოლოუეის ბრძოლაზე ისაუბრა. ამერიკელი გაოცებული დარჩა, როცა გაიგო რომ ამ ბრძოლაში მაქსი აუთსაიდერია.
მაქსი ილიაზე ბევრად მაღალი და ზუსტი დამრტყმელია. ილია თავს კარგად ამოძრავებს, მეტოქესთან ახლო დისტანციაზე კარგად შედის და უფრო მეტად ძლიერ დარტყმებზე არის ორიენტირებული. ილია კარგი მოკრივეა მაგრამ, მაქსი მის ბოლო გამოსვლაში საოცრად გამოიყურებოდა. - განაცხადა მაიკ პერიმ
შეგახსენებთ, რომ ილიასა და მაქსის ბრძოლა 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული. "მატადორი" საკუთარ ქამარს პირველად აბუ დაბიში დაიცავს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში ჰოლოუეის BMF ქამარი არ გათამაშდება.