"ქვემსუბუქი წონის ქამარზე შემდეგი მე უნდა ვიყო" - ალჯამაინ სტერლინგი
სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი ალჯამაინ სტერლინგი თვლის, რომ ალექს ვოლკანოვსკისა და ილია თოფურიას შორის გამარჯვებულს უნდა შეხვდეს.
როგორც მოგეხსენებათ, ალჯამაინმა წონა შეიცვალა და 13 აპრილს, ლას ვეგასში, UFC 300-ზე კელვინ კატარს დაუპირისპირდება.
თუ კატარას დავამარცხებ, რაც ვფიქრობ შემიძლია, ქვემსუბუქი წონის ქამარზე შემდეგი მე უნდა ვიყო. ჩემი აზრით, ამასთან ძალიან ახლოს ვარ. შეხედეთ ბიჭებს, რომლებიც მაღალ პოზიციაზე არიან. საჩემპიონო ბრძოლა ყველამ ჩაატარა. თუ ვოლკანოვსკი ისევ მოიგებს, ჩემთვის კარი ღია იქნება. - განაცხადა სტერლინგმა MMA Hour-თან საუბრისას
ვოლკანოვსკი, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი მოქმედი ჩემპიონია 17 თებერვალს თავის ქამარს ილია თოფურიას წინააღმდეგ დაიცავს. როგორც ექსპერტები წერენ, თუ ამ ბრძოლას ილია მოიგებს, რემატჩი აუცილებლად შედგება. თუ ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ მოხდა, ქამრისთვის ქვემსუბუქი წონის პირველი ნომერი მაქს ჰოლოუეი იბრძოლებს. საჩემპიონო ბრძოლა სურს მოვსარ ევლოევსაც.
ბოლოს ალჯო ოქტაგონზე შონ ო'მალის წინააღმდეგ ვნახეთ. მას შემდეგ 6 თვე გავიდა და თითქოს დრო არის, რომ იამაიკელი რვაკუთხედში კვლავ ვიხილოთ.დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, სტერლინგი UFC 300-ზე იბრძოლებს.