"ილია საკუთარ დივიზიონში უნდა დარჩეს" - კოლბი კოვინგტონი
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ჩემპიონის ქამრის დაცვის შემდეგ, ილია თოფურიამ მსუბუქ წონაში გადანაცვლებაზე დაიწყო საუბარი. როგორც ილია ამბობს, ორმაგი ჩემპიონობა სურს რისთვისაც ისლამ მახაჩევის დამარცხება მოუწევს. "მატადორის" ამ გადაწყვეტილებას ბევრი სკეპტიკურად უყურებს და მათ შორის არც კოლბი კონვინგტონიც.
ჩემი აზრით, ილიას მხრიდან ეს ჭკვიანური ნაბიჯი არ იქნება. თოფურია ძალიან დაბალია. ის 170 თუ 172 სანტიმენტრია და ამიტომ საკუთარ დივიზიონში უნდა დარჩეს. შესანიშნავი მებრძოლია, მოწინააღმდეგეებს ანოკაუტებს, ორი საუკეთესო ქვემსუბუქწონოსანი დაამარცხა და მესმის რასაც აკეთებს. ილაპარაკოს რაც უნდა მაგრამ, საკუთარ დივიზიონში უნდა დარჩეს. ის 66 კლიგრამის ბიჭია და არა 70-ის. - განაცხადა კოლბი კოვინგტონმა
აღსანიშნავია, რომ ილიამ მახაჩევთან შეხვედრაზე მზაობა უკვე განაცხადა. ჰოლოუეისთან ბრძოლამდე რამდენიმე კვირით ადრე თოფურიამ განაცხადა, რომ მაქსის შემდეგ ისლამს შეხვდებოდა.
ეს უკვე ბევრჯერ მკითხეს. მალე მახაჩევიც იქნება. იმედი მაქვს ეს მაქს ჰოლოუეისთან ჩხუბის შემდეგ მოხდება. მინდა, რომ ეს ბრძოლა შედგეს.
მსუბუქ წონაში ასვლა ერთხელ უკვე მოვახერხე და ამას ახლაც ვიზამ, რატომაც არა? ისლამი დიდებული მებრძოლია, რომელიც ხან ბევრს ლაპარაკობს, ხან კი არა. - განაცხადა თოფურიამ ჰოლოუეისთან ბრძოლამდე 2 კვირით ადრე