"ყოველ წამს ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველად დავიბადე" - ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს
მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ძიდუოში, ლაშა ბექაური, რომელიც მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"მე იმ 300-ის შთამომავალი ვარ! საქართველოს შვილი, იმ გმირი წინაპრების სისხლი ჩემშია, ვგრძნობ, ვგრძნობ, რომ საქართველო ჩემშია და ყოველ წამს ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველად დავიბადე, ამისთვის უდიდესი მადლობა უფალს! უდიდესი მადლობა ქართველ ხალხს, უდიდესი მადლობა ჩემს გულწრფელ გულშემატკივარს, მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაც და დამარცხებაც ყველაფერი ეს ღმერთის ნება იყო.
მადლობა ღმერთს ქართული იყო ფინალი და მადლობა ღმერთს დღე ქართული ჰიმნით დასრულდა. ძლიერი მაშინ ვიქნები თუ უფრო ძლიერი ვიქნები ხვალ! და შევძლებ მივიღო მარცხი ისე ვაჟკაცურად, როგორც გამარჯვება. ქართველობა რთულია და მიხარია თუ ჩემი საქმით შემიძლია ვიქართველო, შემიძლია სიხარულის ცრემლებით გატიროთ და სახეზე თუნდაც რამოდენიმე წამით ღიმილი მოგანიჭოთ. მიყვარხართ! მიყვარხართ! მიყვარხართ! ვიომებ იქ სადაც ჩემს სამშობლოს დავჭირდები და კიდევ ერთხელ მიყვარხართ! მადლობა უფალს იმისთვის, რომ მომცა ის რითიც შემიძლია ჩემი სამშობლო ვაამაყო და ჩემებმა იცოდნენ, რომ მათ ყავთ ლაშა ბექაური პატარა და "ყველაზე დიდი ქვეყნიდან" რომელიც მსოფლიოს აზანზარებს!!!", - წერს ლაშა ბექაური.
22 წლის სპორტსმენი კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე -90 კგ წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა და თანამემამულე ლუკა მაისურაძესთან დამარცხდა. ეს მის კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე მედალი იყო - 2022 წელს მან ტაშკენტში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.