Belive

მიხეილ ბექაური ყირგიზეთის ნაკრებში იჭიდავებს - დებიუტი თბილისში ექნება

11 საათის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისა და ეროვნული ნაკრების წევრი, 25 წლის მიხეილ ბექაური ასპარეზობას ყირგიზეთის ნაკრების სახელით გააგრძელებს.

ყირგიზეთის ნაკრებში მისი დებიუტი თბილისის გრანდ სლემზე შედგება, სადაც იგი 100 კგ წონით კატეგორიაში იჭიდავებს.

მიხეილ ბექაური ყირგიზეთის ნაკრების შემადგენლობაში, თბილისის გრანდ სლემზეა რეგისტრირებული.

ბექაური ღრმა ბავშვობიდან საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ღირსებას იცავდა. მიხეილ ბექაურმა 2017 წელს კაუნასში გამართულ ევროპის კადეტთა ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2017 წელს მოიგო ტულასა და ბიელსკო ბიალას კადეტთა ევროპის თასი. 2019 წელს ლაიბნიცში - ახალგაზრდული ევროპის თასი. 2019 წელს ვაანტაში გამართულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებთან ერთად 2019 წელს ახალგაზრდულ შერეულ გუნდურ პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სხვა სტატიები