Belive

ქართული წყვილი იაპონიის გრან პრის გამარჯვებულია

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, ქართველმა მოციგურავეებმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ სპორტულ წყვილებში იაპონიის გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვეს (NHK).

ქართულმა წყვილმა მასპინძელი ქვეყნის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონებს რიკუ მიურის და რიუჩი კიჰარას აჯობეს. ლუკამ და ანასტასიამ 213.05 ქულა მოიპოვეს და პირველ ადგილზე გავიდნენ, მეორეზე სწორედ იაპონელები გავიდნენ, 209.45 ქულით, ხოლო მესამეზე ამირეკელების წყვილი 197.44 ქულით.