პირველი ადგილი ვარშავის ჩელენჯერზე
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში დასრულდა.
ჩვენი ნაკრების სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა სპორტულ წყვილებში მონაწილე 14 ქვეყნის 15 წყვილს შორის გამოდიოდა. ქართულმა წყვილმა პოლონეთში წარმატებით იასპარეზა და ორი პროგრამის ჯამსი 202.03 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა. ანასტასიასთვის და ლუკასთვის მომდევნო ტურნირი, საფრანგეთის გრან პრის ფინალური ეტაპებია.
ვარშავის ჩელენჯერზე მეორე ადგილი დაიკავა, ბრიტანულმა წყვილმა 182.37 ქულით, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა კანადელთა წყვილი 170.51-ით.