2022/23 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრას საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “დინამო ბათუმი” ბრატისლავის “სლოვანის” წინააღმდეგ, სტუმრად, სლოვაკეთში გამართავს და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მონაწილეობას ისტორიაში პირველად მიიღებს.
საინტერესოა, რომ სლოვაკეთის საფეხბურთო კლუბები ქართული გუნდების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მეტოქენი არიან.
ქართულმა გუნდებმა საერთაშორისო სარბიელზე ყველაზე მეტი მატჩი (22) ავსტრიულ კლუბებთან გამართეს, მეორე ადგილზე კი ამ მხრივ სწორედ სლოვაკები არიან (20).
საინტერესოა, როგორი სტატისტიკა აქვთ აღნიშნული 20 მატჩიდან ქართულ კლუბებს სლოვაკურის წინააღმდეგ. ქართულმა გუნდებმა სლოვაკი მეტოქეების წინააღმდეგ 4 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს, 12-ში კი დამარცხდნენ. ამ შეხვედრებში ქართულმა გუნდებმა 17 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში 42 მიიღეს.
🏟 13 ივლისს, 21:00 ზე ჩვენი ქალაქის მთავარ არენაზე პირველად ჩატარდება უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩი. პირველ საკვალიფიკაციო...
Posted by FC Dinamo Batumi on შაბათი, 02 ივლისი, 2022
უშუალოდ "დინამო ბათუმს" სლოვაკური კლუბის წინააღმდეგ აქამდე არასდროს უთამაშია, რაც შეეხება ბრატისლავის "სლოვანს" მათ 2001/02 წლების სეზონში თბილისის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ითამაშეს და ორივე შეხვედრაში - 2:0 იმარჯვეს.
“ტეჰელნე არენაზე” “დინამო ბათუმისა” და ბრატისლავის “სლოვანის” დაპირისპირება 6 ივლისს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.