Belive

"ქამარი არ მაღელვებს... მე მხოლოდ მისი ცემა მინდა" - ისრაელ ადესანია

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონი ისრაელ ადესანია ალექს პერეირასთან შეხვედრას სულმოუთქმელად ელის.

ნიგერიელი მებრძოლი 12 ნოემბერს ალექს პერეირას დაუპირისპირდება და ქამარს მეექვსედ დაიცავს. აღსანიშნავია, რომ ადესანია პერეირასთან, კიკბოქსინგში, ორჯერ დამარცხდა, მათ შორის ერთხელ ნოკაუტით. ჩემპიონი ძალიან მოტივირებულია და შურისძიება სურს. ამ ბრძოლაში ფავორიტად ადესანიას მიიჩნევენ, მაგრამ ექსპერტების თქმით, მის მოწინააღმდეგეს გამარჯვების დიდი შანსი აქვს.

"ჩემთვის მთავარი მისი ცემაა. ქამარი? ქამარი არ მაღელვებს. მე მხოლოდ მისი ცემა მინდა." ჩემი შეცდომები გავითვალისწინე და გამოვასწორე. ასე, რომ ის არ მოხდება, რაც 5 წლის წინ ნახეთ. ახლა სულ სხვა მებრძოლი ვარ. მე ხელახლა დავიბადე. ძალიან მინდა გართობა და ამას გავაკეთებ." - თქვა ადესანიამ საკუთარ YouTube არხზე.

სხვა სტატიები