Belive

"ქალზე ხელი არასდროს უნდა ასწიო" - დასტინ პორიე დანა უაითის ქმედებას გამოეხმაურა

1 წლის წინ სხვა
2 წთ

დასტინ პორიე დანა უაითისა და მისი მეუღლის დაპირისპირების ვიდეოს გამოეხმაურა. მებრძოლი პირდაპირ აფიქსირებს, რომ UFC-ის პრეზიდენტის ქმედება არასწორი იყო.

ქალზე ხელი არასდროს უნდა აწიო. არ ვიცი რა შედეგები მოჰყვებოდა ასეთი რამ სხვას, რომ გაეკეთებინა. წარმოდგენა არ მაქვს. ეს ნამდვილად არ არის კარგი საქციელი. ” - განაცხადა დასტიონ პორიემ Bloody Elbow-სთან საუბრისას.

UFC-ის პრეზიდენტი და ენ უაითი, რომლებიც 26 წელია დაქორწინებულნი არიან, ახალ წელს მეგობრებთან ერთად აღნიშნავდნენ, მაგრამ წვეულებაზე ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც წყვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ, რომ ცოლ-ქმარს შორის აშკარა უთანხმოებაა, რის შემდეგაც ქალბატონი უაითი მის მეუღლეს სახეში ხელს ურტყავს და ამ ყველაფერზე დანაც საპასუხოდ მოქმედებს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ორივენი საკმაოდ ნასვამები იყვნენ და იქვე აღნიშნეს, რომ დაპირისპირება მალევე განიმუხტა.

ამ ამბავს გამოეხმაურა MMA Hour-ის წამყვანი არიელ ელვანიც.

ამ თემაზე ისაუბრა ენ უაითმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ უკვე შერიგდნენ და ერთმანეთს ბოდიში მალევე მოუხადეს:

“მე და დანა თითქმის 30 წელია, რაც დაქორწინებულები ვართ. უნდა აღვნიშნო, რომ ეს მისთვის არაადეკვატური საქციელია. მსგავსი რამ ჩვენი თანაცხოვრების დროს არასდროს მომხდარა. სამწუხაროდ, ახალი წლის ღამეს ორივე ზედმეტად ბევრს ვსვამდით. კარგია, რომ მალევე შევრიგდით. ამაზე ვისაუბრეთ და ბოდიში მოვუხადეთ ერთმანეთს. უბრალოდ, იმედი მაქვს, ხალხი პატივს სცემს ჩვენს პირად სივრცეს ჩვენი შვილების გულისთვის.”

სხვა სტატიები