Porsche 911-ით დამყარებული უნიკალური რეკორდი
02/12/2023 - 6.734 მეტრი ზღვის დონიდან - უფრო მაღლა არავინ ასულა. 2 დეკემბერს, მრბოლელმა რომან დუმამ მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა, როდესაც ჩილეში მდებარე ოხოს დელ სალადოს ვულკანზე, ნიშანდობლივად მოდიფიცირებული Porsche 911-ით ავიდა.
უნიკალური რეკორდის დამყარებაში პილოტს ინტერნაციონალური გუნდი ეხმარებოდა, რომელიც სხვადასხვა ეროვნების პროფესიონალებისგან იყო დაკომპლექტებული. ჩილეს, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ს, კანადისა და შვეიცარიის მოქალაქეებისგან შემდგარმა გუნდმა, შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელი შეძლო.
გუნდს, რომელსაც სახელოვანი "ლე მანის" 3-გზის ტრიუმფატორი რომან დუმა ლიდერობდა, ექსტრემალურ პირობებთან გამკლავება მოუხდა. ზღვის დონესთან შედარებით, სიმაღლეზე ჟანგბადი მხოლოდ ნახევრად მკვრივი - ხოლო ჰაერის ტემპერატურა -20 გრადუსზე დაბალი იყო.
ეს გამოცდილება არასდროს დამავიწყდება. ეს იყო გასაოცარი გრძნობა, როდესაც გავაანალიზე, რომ მანქანის მართვა იმ ადგილებში მიწევდა, სადაც მანამდე არავის გაუვლია. 911-მა შეძლო ის, რაც ვერცერთმა სხვა ავტომობილმა - 911 ავიდა ყველაზე მაღალ სიმაღლეზე. ამაზე მაღლა ასვლა ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ეს იყო მაქსიმალური სიმაღლე, რომლის დაპყრობაც ავტომობილითაა შესაძლებელი. მთელი გუნდისთვის საამაყო მომენტია და მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელსაც ჩვენი პარტნიორებისგან ვიღებდით. - რომან დუმა.
ექსპედიციაში 2 მოდიფიცირებული Porsche 911 იღებდა მონაწილეობას. მოდელებს სპეციალური მეტსახელები "დორისი" და "ედითი" შეარქვეს. ეს ავტომობილები სპეციალურად რეკორდის დასამყარებლად გადაკეთდა და მასზე RD Limited-ისა და Porsche-ს წარმომადგენლებმა იმუშავეს. თავისთავად, რეკორდი დუმამ დაამყარა, რომელიც შედარებით მსუბუქ და კომპაქტურ "ედითს" მართავდა. ავტომობილი სპეციალურად გადაკეთდა ექსტრემალური ოფროუდ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
911 Carrera 4S-ის ღრმა მოდიფიკაციამ, რომელიც 443 ცხენის ძალის მქონე, 3.0 ლიტრიანი და 6-ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, დავალებას იდეალურად გაართვა თავი.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპედიცია საფრთხის შემცველი გახლდათ, უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული და გუნდმა დასახულ ამოცანას მარტივად გაართვა თავი. გუნდის წევრებმა მზადება და აკლიმატიზაცია 2 კვირით ადრე დაიწყეს და სიმაღლეს დღითიდღე ეგუებოდნენ. რასაკვირველია ავტომობილებს მსგავსი სირთულე არ შექმნიათ - 911-ის სტანდარტული სისტემები ჰაერის გათხელებასა და საწვავის ოპტიმიზაციას უწყობდნენ ხელს, რაც მაქსიმალურად ეფექტიანი მუშაობისთვის იყო აუცილებელი.
გუნდი მკაცრად იცავდა პროტოკოლს და აკონტროლებდა არა მხოლოდ სიმაღლეს, არამედ გულისცემას, რითმსა და კალორიების წვას. ამ ყველაფერში კი მათ სპეციალური სმარტ საათი ეხმარებოდათ, რომელიც Tag Heuer-მა დაამზადა. საბოლოოდ, 2 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 15:58 საათზე, გუნდმა დასახულ მიზანს მიაღწია და რეკორდული სიმაღლე დაიპყრო. 911 "ედითს" კი რამდენიმე ახალი ნაკაწრი და თხელი ვულკანური ფენის მტვერი დაედო, მაგრამ დაამტკიცა, რომ მსგავსი დაბრკოლების გადალახვა, მისთვის ზედმეტად მარტივია.