Belive

"პიოტრ იანზე მონადირეები" | მერაბი და ალჯო შონ ო'მალის შეხვდნენ | VIDEO

1 წლის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი და ალჯამეინ სტერლინგი შონ ო'მალის შეხვდნენ. მებრძოლებმა საკმაოდ თბილად ისაუბრეს და ერთმანეთის ჯანმრთელობის მდგომარეობითაც დაინტერესდნენ.

მერაბმა კი, ეს ყველაფერი საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა.

დვალიშვილმა ვიდეოს აღწერაში საინტერესო ტექსტი მიუთითა: "პიოტრ იანზე მონადირეები."

შეგახსენებთ, რომ ო'მალისაც და სტერლინგსაც იანის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე აქვთ ჩატარებული და რუსი ორივე მებრძოლს დამარცხებული ჰყავს.

რაც შეეხება მერაბს, მისი იანთან ბრძოლა 12 მარტს, UFC Vegas 71-ზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები