Belive

პიმბლეტი: "ოლივეირას დამარცხების შემდეგ, ილია მე გამომიწვევს"

6 თვის წინ სხვა
1 წთ

BBC Sport-თან საუბრისას პადი პიმბლეტმა ილიასთან ჩხუბის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა. მიუხედავად ინგლისელის სურვილისა, ფიქრობს რომ "მატადორთან" ასე მალე ვერ იბრძოლებს.

ოქტომბერში აბუ დაბიში ბრძოლა მსურს. ვფიქრობ, გალიაში ამ პერიოდში დავბრუნდები. ჩემი აზრით, ოლივეირას დამარცხების შემდეგ, ილია მე გამომიწვევს. სიამოვნებით გავლახავ თუ ქამარს მოიგებს. მასთან ბრძოლა ძალიან მინდა მაგრამ, ვინაიდან უკვე დაკავებულია, გეიჯისთან ბრძოლა უფრო რეალურია. - განაცხადა პადი პიმბლეტმა

შეგახსენებთ, რომ ილია მსუბუქი წონის ქამარზე ჩარლზ ოლივეირას შეხვდება. 28 ივნისს ჩანიშნული დაპირისპირება ლას ვეგასში შედგება.

პადიმ ბოლო ბრძოლაში მაიკლ ჩენდლერი უპრობლემოდ დაამარცხა და მსუბუქი წონის რეიტინგში მე-8 პოზიცია დაიკავა.

სხვა სტატიები