Belive

ფიური Vs. უაითი - ბრიტანულ ბლოკბასტერს უემბლი უმასპინძლებს

2 წლის წინ სხვა
4 წთ

2021 წლის ოქტომბერში, ტრილოგიის დასკვნით ბრძოლაში, დეონტეი უაილდერის განადგურების შემდეგ, დაუმარცხებელი ტაისონ ფიური რინგს უბრუნდება. კრივის მოყვარულები მოუთმენლად ელიან ბრიტანულ ბლოკბასტერს, რომელშიც მძიმე წონითი კატეგორიის ტიტულისათვის, დაუმარცხებელი ტაისონ ფიური დილიან უაითს დაუპირისპირდება. მძიმე წონითი კატეგორიის ორი გამორჩეული ბრიტანელი მოკრივის დაპირისპირება, 24 აპრილს, თბილისის დროით 01:00 საათზე, ინგლისელთათვის საკულტო სტადიონზე გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, "უემბლიზე" სრული ანშლაგი იქნება. 33 წლის ტაისონ ფიურის 34 წლის დილიან უაითთან შედარებით, ასაკთან ერთად, რამდენიმე განსაკუთრებული უპირატესობა აქვს. ფიური მეტოქეს სიმაღლითა და წონით აღემატება, ამ ფაქტორებმა კი რინგზე შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს. პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, ტაისონ ფიური არასდროს დამარცხებულა. ლეგენდარულმა ბრიტანელმა 32-დან 31 ბრძოლის მოგება შეძლო და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა ფრე. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რინგზე დაბრუნებული ფიური, ტრილოგიის პირველ ბრძოლაში უაილდერს დაუზავდა, თუმცა უამრავი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში ფიურის გამარჯვება ეკუთვნოდა. 31 გამარჯვებიდან, ფიურიმ 22 ბრძოლა ნოკაუტით დაასრულა.

არანაკლებ თვალსაჩინოა დილიან უაითის სტატისტიკა, თუმცა 30 ბრძოლიდან იგი ორ შემთხვევაში დამარცხა. უაითმა პირველი მარცხი 2015 წელს, ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში განიცადა. მეორე მარცხი ალექსანდრ პოვეტკინის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში დაფიქსირდა, თუმცა უაითმა რემატჩში შური იძია.
"დარწმუნებული ვარ მის დამარცხებას შევძლებ - კარგი იქნება, რამდენიმე ადამიანს თუ მოვაკეტინებ. ეს ბრძოლა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში მომავალი არ გააჩნდა. არანაირი განათლება, არანაირი ოჯახი, მე ვარ მებრძოლი, რომელმაც მთელი ბავშვობა ქუჩაში გაატარა". "არაფრიდან მოვდივარ. ზურგს არავინ მიმაგრებდა და არავინ მიჭერდა მხარს. სკოლაშიც კი არ მივლია - ასე, რომ სპორტით სკოლაში არასდროს დავკავებულვარ. ადამიანებისთვის, რომელთაც ჩემი მსგავსი ისტორია აქვთ, ინსპირაციის წყარო ვარ. დააღწიო თავი იმ სირთულეებს, რომელსაც ვაწყდებოდი და გახდე მძიმე წონითი კატეგორიის მსოფლიო ჩემპიონი - ესაა ნამდვილი ინსპირაცია და არა ის, რომ ვიღაც კრივის ოჯახში აღიზარდა ან ოლიმპიურ გუნდში ასპარეზობდა", - აღნიშნა უაითმა.
მიუხედავად იმისა, რომ "უემბლიზე" გასამართ ბრძოლაში, რომელსაც 94,000 გულშემატკივარი უნდა დაესწროს, ფავორიტის სტატუსით ფიური სარგებლობს და უაითი ანდერდოგია - "ჯიპსი კინგმა" მეტოქის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ტაისონ ფიური აღნიშნავს, რომ უაითს განსაკუთრებული მარცხენა "ჰუკი" აქვს, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დაგდება შეუძლია.
"მთავარი გამოწვევა იქნება, უაითის მარცხენა "ჰუკისგან" თავის არიდება, რომელსაც ალბათ ხარის დაგდებაც კი შეუძლია. მაქვს აქვს განსაკუთრებული მარცხენა "ჰუკი" და თუ ვინმეს დასარტყმელ პოზიციაზე მოიქცევს, ადვილად დააგდებს. ის ნამდვილად საშიში მეტოქეა - უაითი ისეთივე საშიშია, როგორიც ენტონი ჯოშუა ან ოლეკსანდრ უსიკი".
 

სხვა სტატიები