ამირან გოგოლაძე - ბეთლაივს ახალი ამბასადორი ჰყავს
betlive.com-ის ამბასადორების რიცხვი იზრდება - ბრენდის წარმომადგენელი ამჯერად MMA-ის ქართველი მებრძოლი, ამირან გოგოლაძე გახდა. MMA-ის ყველაზე პრესტიჟული ქართული ორგანიზაციის, GFC-ის ჩემპიონი ამბობს, რომ betlive.com-თან ერთად არაერთ საინტერესო კამპანიაში ჩართვას და გულშემატკივართან უფრო მეტად დაახლოებას გეგმავს.
14-3, აქედან 8 ნოკაუტით: ასეთია 25 წლის ამირან გოგოლაძის პირადი შედეგი პროფესიონალურ MMA-ში. „სნაიპერად“ წოდებულ მებრძოლს, მსოფლიოს მასშტაბით, სხვასხვა ორგანიზაციებში აქვს სარეიტინგო ბრძოლები ჩატარებული. მათგან გამოსარჩევია პირველი ბრძოლა, რომელიც 54 წამში, ნოკაუტით მოიგო. მისი წარმატებული ასპარეზობა დანა უაითის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, რის შედეგადაც, ქართველმა მებრძოლმა Dana White’s Contender Series-ში მიიღო მონაწილეობა. ამირანის მთავარ მიზანს UFC -ში მოხვედრა წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ამირან გოგოლაძესთან შეთანხმებით, betlive.com-ის სპორტულ ფედერაციებთან და გამორჩეულ ქართველ სპორტსმენებთან თანამშრომლობა უფრო მეტად ინტენსიური და მრავალფეროვანი ხდება. გასულ თვეში, სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენელი კომპანიის ამბასადორები დავით ნინიაშვილი და სანდრო მამუკელაშვილი გახდნენ. პარალელურად, რაგბის კავშირის, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციების, ასევე “betlive მასტერ ლიგის” პარტნიორის როლში, betlive სპორტის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის არაერთ ქმედით ნაბიჯს დგამს.
კომპანიის განცხადებით, ქართული სპორტის განვითარებაში თანამონაწილეობა მისი სტრატეგიის უცვლელი ნაწილია. ბრენდ ამბასადორებთან და პარტნიორ ფედერაციებთან თანამშრომლობის ფონზე, betlive.com-ის ხედვა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მედია მხარდაჭერასა და ზოგადად, ქართულ სპორტთან თანადგომას ითვალისწინებს.