Belive

ფიგიერედო VS მორენო 4 | დაპირისპირება UFC 283-ზე შედგება

1 წლის წინ სხვა
1 წთ

2023 წლის 21 იანვარს რიოში ნაცნობი დაპირისპირება შედგება. ბრენდონ მორენო საჩემპიონო ქამრის მფლობელს დეივსონ ფიგიერედოს უკვე მეოთხედ შეხვდება.

აღნიშნული ორთაბრძოლის შესახებ ჭორები ვრცელდებოდა, თუმცა, ეს ყველაფერი ოფიციალური მხოლოდ მაშინ გახდა, როდესაც ფიგიერედომ საკუთარ სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მებრძოლები ერთმანეთს მეოთხედ დაუპირისპირდებიან. მათი პირველი ბრძოლა UFC 256-ზე, 2020 წლის დეკემბერში, მსაჯების გადაწყვეტილებით ფრედ დასრულდა და ფიგიერედომ ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. მეტოქეების განმეორებითი შეხვედრა UFC 263-ზე შედგა, თუმცა, აქ უკვე მორენომ შეძლო ბრაზილიელი ჩემპიონის ტახტიდან ჩამოგდება. მათი მესამე ორთაბრძოლის დროს ფიგიერედომ, რომელიც გასული წლის იანვარში, UFC 270-ზე გაიმართა, შეძლო საჩემპიონო ქამრის დაბრუნება.

No description available.

ბოლო შეხვედრის შემდეგ მე-4 დაპირისპირება მოსალოდნელი იყო. მას შემდეგ, რაც მორენო და ფიგიერედო ერთმანეთს შეხვდნენ, ბრაზილიელმა ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გამოტოვა. რაც შეეხება ბრენდონს, მან კაი კარა-ფრენსსთან ჩაატარა ბრძოლა და მოიგო. მაშასადამე, მექსიკელი მებრძოლი პრინციპულ მეტოქეს კარგ ხასიათზე შეხვდება.

სხვა სტატიები