Belive

PFL-მა Bellator MMA შეიძინა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

დიდხანს მიმდინარე ჭორები დასრულდა. პროფესიონალ მებრძოლთა ლიგამ (PFL) Bellator MMA შეიძინა. რაც იმას ნიშნავს, რომ შერეულ საბრძოლო ხელოვნებას კიდევ ერთი ძლიერი ორგანიზაცია ექნება. აღნიშნული ინფორმაცია დამფუძნებელმა, თავმჯდომარემ და თანამფლობელმა დონ დევისმა თავად დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ Bellator დამოუკიდებლად იმუშავებს, თუმცა, როგორც PFL-ს ნაწილი. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ნებისმიერ მებრძოლს, რომელიც Bellator-ში ასპარეზობს, PFL-ში გამოსვლის უფლება ექნება. შეგახსენებთ, რომ Bellator MMA-ში ერთადერთი ქართველი მებრძოლი გვყავს - ლევან ჩოხელი.

ახლა უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ UFC-ის შემდეგ PFL ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციაა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ თავის დროზე $70 მილიონად UFC-მაც შეიძინა Pride და მას შემდეგ დანა უაითის ორგანიზაცია მხოლოდ წინ მიიწევს.

სხვა სტატიები