პერეირასთან ბრძოლამდე ადესანიამ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო | VIDEO
მაიამიში გამართული UFC 287 საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. გარდა იმისა, რომ მაყურებელმა ხორხე მასვიდალი ოქტაგონზე ბოლოჯერ იხილა, გულშემატკივარი UFC-ში ალექს პერეირას პირველ მარცხსაც შეესწრო. ბრაზილიელი მებრძოლი ისრაელ ადესანიას წინააღმდეგ დამარცხდა და “იზიმ” საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა.
საჩემპიონო ბრძოლისთვის მზადება არასდროს არის ადვილი, თუმცა, ადესანიასთვის ეს გზა უფრო რთული აღმოჩნდა. ნიგერიელმა ჩემპიონმა საკუთარ YouTube-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამხელს, რომ პერეირას ბრძოლის წინ ტრავმა მიიღო.
Izzy revealed that he suffered a knee injury a week before winning the middleweight title at UFC 287 😳
— ESPN MMA (@espnmma) April 27, 2023
🎥 @stylebender pic.twitter.com/utRmEYHqIB
აღნიშნული დაზიანება "იზიმ" ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე მიიღო. ერთ-ერთ ვარჯიშზე ისრაელმა მუხლი დაიზიანა კერძოდ კი, მუხლის ლიგატები გაიწყვიტა.