Belive

ისრაელ ადესანია ალკოჰოლთან ბრძოლის კურსს გაივლის

3 თვის წინ სხვა
1 წთ

რამდენიმე თვის წინ, ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო, ისრაელ ადესანია ახალი ზელანდიის პოლიციამ დააკავა. UFC-ის მებრძოლი რესტორნიდან ბრუნდებოდა, როცა პოლიციამ გააჩერა. ალკოტესტის გავლის შემდეგ, ადესანიას ორგანიზმში ალკოჰოლის დასაშვებზე ორჯერ დიდი დოზა აღმოაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოფილ ჩემპიონს ჯარიმის სახით $2,680 უნდა გადაეხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ადესანიას ავტომობილის მართვის უფლება 6 თვით ჩამოერთვა. გარდა ამისა, ჯარიმის სახით $1500 დაეკისრა, რაც drink-drive charity-ს საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადაირიცხება. ამ ყველაფერთან ერთად სასამართლომ ადესანია დაავალდებულა, რომ ალკოჰოლთან ბრძოლის კურსი გაიაროს.

მინდა ჩემი საქციელის გამო მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს ოჯახს და გუნდს. იმედგაცრუებული ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. საჭესთან არაფხიზელი არ უნდა დავმჯდარიყავი. ვიცი, რომ შეიძლება ხალხმა მომბაძოს და მინდა იცოდნენ, რომ ეს საქციელი მიუღებელია.
- - განაცხადა ისრაელ ადესანიამ

შეგახსენებთ, რომ ისრაელ ადესანიამ ჩემპიონის ქამარი სიდნეიში, UFC 293-ზე შონ სტრიკლენდის წინააღმდეგ დაკარგა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მისი  რეკორდი 24-3 და აქედან 16 ნოკაუტით გამარჯვება.

სხვა სტატიები