,,პატივისცემა'' - ჭიკაძემ სოციალურ ქსელში კატართან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
გიგა ჭიკაძე კელვინ კატართან 5-რაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდა, რაც ქართველი მებრძოლისთვის UFC-ში პირველი წაგება იყო. დღევანდელი ბრძოლის დასრულების შემდეგ, გიგამ სოციალურ ქსელში მეტოქესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა - ,,პატივისცემა კელვინ კატარს'' - წერია პოსტში. იგივე სურათი, რომელიც საავადმყოფოშია გადაღებული, UFC-ის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა შემდეგი სათაურით გაავრცელა - ,,მეომრებს შორის პატივისცემის გარდა არაფერია''. კატართან წაგებამდე, გიგა ჭიკაძეს UFC-ში ზედიზედ 7 ბრძოლა ჰქონდა მოგებული.
Respect @CalvinKattar pic.twitter.com/T8GNWX4qNA — GIGA CHIKADZE (@giga_chikadze) January 16, 2022
სხვა სტატიები
UFC-ში გიგა ჭიკაძის მომავალი მეტოქე ცნობილია
3 წლის წინ სხვა
2025 | UFC-ს წლის შეჯამება
2 თვის წინ სხვა