"პატარა კაცს მაქსის დაჭერა ძალიან გაუჭირდება" - კონორ მაკგრეგორი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
მთელი საბრძოლო სამყაროს ყურადღება აბუ დაბისკენ არის მიმართული, სადაც UFC 308 გაიმართება. ამ საღამოს მთავარი სანახაობა ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირებაა.
აღნიშნულ შეხვედრაზე ბევრი ითქვა და უამრავი პროგნოზიც გაკეთდა. მიუხედავად იმისა, რომ ბუკმეკერების აზრით ილია ფავორიტია, ბევრი თვლის რომ "მატადორი" დამარცხდება. ამ აზრს იზიარებს კონორ მაკგრეგორიც, რომელმაც მაქსი ილიასგან დაიცვა. არიელ ელვანისთან საუბრისას, თოფურიამ "დალოცვილს" კონორთან მარცხის გამო დასცინა.
ქვემსუბუქ წონით დივიზიონში გატყიპეს. ის კონორ მაკგრეგორთან დამარცხდა. როცა კონორთან აგებ საერთოდ აღარ უნდა ისაუბრო. როცა კონორი გამარცხებს, ჩემთან გამარჯვებაზე არც უნდა იფიქრო. - განაცხადა ილია თოფურიამ
ცუდი ხუმრობა არ იყო ჰაჰაჰა, მაგრამ ჰოლოუეი ძველ სიმაღლეზე დაბრუნდა და დიდწილად დაიმსახურა. ორგზის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ორმაგი ჩემპიონობის მცდელობა, BMF ქამრის ამჟამინდელი მფლობელი. მაქსი ყოველთვის იყო, არის და იქნება საქმეში. 1000%. ჩემთან წაგების შემდეგ ის ბევრად უკეთესი გახდა. ჩემთან წაგების შემდეგ ფაქტობრივად ყველა დროის საუკეთესო გახდა. ეს ვარსკვლავური ბრძოლაა. ჩემთან ჩხუბის შემდეგ უფრო მრავალმხრივია. ახლა მას ორივე პოზიციაზე ბრძოლა შეუძლია. მაქსის დაჭერა პატარა კაცს ძალიან გაუჭირდება. გამანადგურებელ გაცვლებში ნუ შეხვალ ძმაო, ის ძლიერიც არის და ძალიან გამოცდილი! 100%! დიდი ბრძოლის მოლოდინში ვარ. - წერს მაკგრეგორი საკუთარ X-ის გვერდზე
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის ბრძოლა 26 ოქტომბერს, აბუ დაბიში გაიმართება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში "დალოცვილის" BMF ქამარი არ გათამაშდება.