Belive

"პასუხს ოქტაგონს მიღმაც აგებ" - დვალიშვილმა ო'მალის უპასუხა

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

15 სექტემბერს, გამთენიისას UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში, მერაბ დვალიშვილი შონ ო'მალის დამარცხებას შეეცდება.

პრინციპული ბრძოლის გამართვამდე 1 თვეზე ნაკლებია დარჩენილი და მებრძოლებს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს. შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში (MMA) "თრეშთოქი" მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენს და მეტოქის გასაღიზიანებლად ამ ხერხს უამრავი მებრძოლი მიმართავს, თუმცა შონ ო'მალი ყველა ზღვარს გასცდა და არა მხოლოდ მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას, არამედ ქართველ ხალხს მიაყენა შეურაცხყოფა.

ო'მალიმ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა, სადაც ქართველები უსუსურ ხალხად მოიხსენია და ბუნებრივია მერაბის პასუხმაც არ დააყოვნა.

ჩემი უპატივცემულობა ერთი საქმეა და ამ საკითხს პროფესიონალურად მივუდგებით და პასუხს გალიაში გაგცემ. მაგრამ შენ და შენმა მწვრთნელმა ყველა ზღვარი გადაკვეთეთ და შეურაცხყოფა მიაყენეთ ჩემს ქვეყანას. ამისთვის პასუხს ოქტაგონს მიღმაც აგებ. - მერაბ დვალიშვილი.

შეგახსენებთ UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბერს გაიმართება, სადაც მერაბ დვალიშვილი ზედიზედ მე-11 გამარჯვების მოპოვებასა და ჩემპიონის ქამრის დაუფლებას შეეცდება.

სხვა სტატიები