პარიზის ოლიმპიადისთვის საფრანგეთის ნაკრებმა შემადგენლობა დაასახელა
2024 წელი ოლიმპიური წელიწადია, რომელსაც 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს.
მასპინძელი საფრანგეთი პირველი ნაკრები გახდა, რომელმაც ოლიმპიური თამაშებისთვის ნაკრების შემადგენლობა "ნაწილობრივ" დაასახელა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოლიმპიადაზე მამაკაცებიდან ჯერ მხოლოდ 4 წონაა ცნობილი, დანარჩენ 3 წონას შიდა კონკურენცია გადაწყვეტს, თუ ვინ იასპარეზებს ოლიმპიურ თამაშებზე. ხოლო რაც შეეხება ქალთა წონით კატეგორიებს, 7 წონითი კატეგორიიდან უკვე გადაწყვეტილია 6 ფალავანი, რომლებიც ოლიმპიადაზე საკუთარი ნაკრების ღირსებას დაიცავენ, გასარკვევი კი მხოლოდ 78 კილოგრამია.
შემადგენლობა
მამაკაცები
60 კგ - ლუკა მხეიძე
66 კგ - ვალიდ ხიარი
81 კგ - ალფა დიალო
100 კგ - ტედი რინერი
ქალები
48 კგ - შირინ ბუკლი
52 კგ - ამანდინ ბუშარი
57 კგ - სარა-ლეონი სისიქე
63 კგ - კლარის აგბენენუ
70 კგ - მარიე ევე გაიე
+78 კგ - რომან დიკუ
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს "შამპ დე მარს" არსენა უმასპინძლებს, რომელიც 8356 გულშემატკივარს იტევს.