Belive

პარალიმპიადა 2020 | თიბილაშვილისა და ხეცურიანის წარმატებული ასპარეზობა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ტოკიოს პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტო – 5 სექტემბერის ჩათვლით გაიმართება. პარალიმპიურ თამაშებზე ქართული დელეგაცია 13 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. სპორტსმენები საქართველოსთვის მედლის მოპოვებას სპორტის 6 სახეობაში შეეცდებიან. – ეტლით ფარიკაობა, პარაძიუდო, პარაწოლჭიმი, პარაცურვა, პარასროლა და პარამძლეოსნობა. ხმლით ფარიკაობაში საქართველოსთვის მედლების მოპოვებას ირმა ხეცურიანი (B კატეგორია) და ნინა თიბილაშვილი (A-კატეგორია) შეეცდებიან. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანმა პარალიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო და საქართველოს ნაკრებს პირველივე დღეს 2 მედლის მოპოვების შანსი აქვს. ნინა თიბილაშვილი ფინალში ჩინელ მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდება და საქართველოსთვის ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება. თიბილაშვილისა და ჩინელი ბიან ჟინგის დაპირისპირება თბილისის დროით, 13:30 საათზე დაიწყება. სამწუხაროდ ირმა ხეცურიანი ნახევარფინალში საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან დამარცხდა და ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს. ნახევარფინალში ხეცურიანი ჩინელ შუმეი ტანთან დამარცხდა, ხოლო ბრინჯაოსათვის ბრძოლაში, თბილისის დროით 12:00 საათზე, ასევე ჩინელ შაო რონგს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები