"პადის და გეიჯის შორის გამარჯვებული ილიას შეხვდება" - დანა უაითი
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
გასულ ღამეს დანა უაითმა ბრძოლები ჩანიშნა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მსუბუქი წონის დროებითი ქამრისთვის ჩხუბი იქნება. პრეზიდენტმა ქამარზე საბრძოლველად პადი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში პირველი ნომრის მიუხედავად, არმანმა საჩემპიონო ჩხუბი მაინც ვერ მიიღო.
ჯასტინ გეიჯი და პადი პიმბლეტი დროებითი ქამრისთვის იბრძოლებენ. თოფურიამ განაცხადა, რომ გარკვეულ პირად პრობლემებთან უწევს გამკლავება და ამის გამო, წლის პირველ მეოთხედში ვერ იბრძოლებს. ასე რომ, გეიჯისა და პადის შორის გამარჯვებული დროებითი ჩემპიონი გახდება და შემდეგ ილიას დაუპირისპირდება. - განაცხადა დანამ
🚨 Dana White confirms that the winner of Justin Gaethje vs Paddy Pimblett will fight Ilia Topuria next for the undisputed title
— Championship Rounds (@ChampRDS) November 27, 2025
(via @danawhite) pic.twitter.com/P2Ls3sx78J
შეგახსენებთ, რომ ილიამ მცირეხნიანი პაუზა აიღო. როგორც "მატადორი" წერს, მას შვილებთან მეტი დროის გატარება და გარკვეული პრობლემების მოგვარება სურს.