Belive

პადი პიმბლეტი: "თუ ილიას 'ბერნაბეუზე' უნდა მასთან ბრძოლა, მე 'ენფილდზე' შევხვდები"

1 თვის წინ სხვა
1 წთ

კონორ მაკგრეგორი MMA-ის ისტორიაში უდავოდ ყველაზე გამორჩეული მებრძოლია. ირლანდიელმა ეს ახალგაზრდა სპორტი სულ სხვა დონეზე გადაიყვანა. 2016 წელს 'Notorious' ორი დივიზიონის ჩემპიონის ქამარს დაუფლა და მას შემდეგ, მისი სახელი MMA-ში წარუშლელი გახდა.

ბუნებრივია, რომ მასთან ბრძოლა ბევრს უნდა. სახელის მოხვეჭასთან ერთად, საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებასაც მიიღებენ. ჩემპიონობის შემდეგ, კონორი ილია თოფურიამაც გამოიწვია, თუმცა, ჯერ პასუხი არ ისმის. ირლანდიელთან დაპირისპირების სურვილი თოფურიას 'Hater-მა' პადი პიმბლეტმაც გამოთქვა. ლივერპულელს საოცნებო ბრძოლაზე ჰკითხეს.

ვინმე "ენფილდზე". საოცნებო ბრძოლა, ალბათ, კონორი, რადგან შენ უფრო მეტს გადაიხდიან, ვიდრე ვინმე სხვასთან დაპირისპირებაში. ასე რომ, მე ალბათ კონორს ვიტყვი. თუ ილიას "ბერნაბეუზე" უნდა მასთან ბრძოლა, მე "ენფილდზე" შევხვდები. ვფიქრობ, დანას ეს აზრი მოეწონება. - განაცხადა პადიმ რობ მურთან პოდკასტში საუბრისას

ინგლისელი მებრძოლი UFC-ში დაუმარცხებელია. ის ოქტაგონზე 5-ჯერ ვიხილეთ და ყველა ჯერზე გამარჯვებული გამოვიდა. ლივერპულელმა ბოლო ბრძოლაში ლეგენდარული ტონი ფერგიუსონი დაამარცხა.

სხვა სტატიები