Belive

ორი ბრინჯაოს შანსი

5 წლის წინ სხვა
1 წთ
დღეს ბუდაპეშტში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდება. ბოლო დღეს ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი გვაქვს. 70 კგ წონით კატეგორიაში ზურაბ იაკობიშვილი მონღოლ ბიამბადორჟ ერდენეს დაუპირისპირდება, ხოლო 97 კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძის მეტოქე უზბეკი მაგომედ იბრაგიმოვი იქნება. ჯერჯერობით ჩვენს ნაკრების ყულაბაში გენო პეტრიაშვილის ოქრო და ავთანდილ კენჭაძის ვერცხლი მოიპოვება, ხოლო ბექა ლომთაძე, დავით ხუციშვილი და დავით მარსაგიშვილი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები