"ოპონენტს და თარიღს მალე განვაცხადებ" - გურამ ქუთათელაძე
4 დღის წინ
სხვა
1 წთ
"ქართველი ვიკინგი" ოქტაგონზე ბრუნდება. გურამ ქუთათელაძემ საკუთარ სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც გურამი ამბობს, სულ მალე მისი მეტოქე ცნობილი გახდება.
ქალბატონებო და ბატონებო, ბრძოლასთან დაკავშირებით ახალი ამბები გვაქვს. თარიღს და ოპონენტს სულ მალე ოფიციალურად განვაცხადებ. - წერს გურამ ქუთათელაძე
შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა გურამ ქუთათელაძემ ჯორდან ვუჩენიკის წინააღმდეგ გამართა. "ქართველმა ვიკინგმა" Cage Warriors-ის ყოფილი ჩემპიონი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.